პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“ : გამოვდივართ ორი ინიციატივით

პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“ ორი ინიციატივით გამოდის:

1. ნიკა მელიას და ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდებს, ვინც ამ აქციების დროს იქნება დაჯარიმებული, დავეხმაროთ ყველას უკლებლივ და ერთობლივად ავიღოთ ის ფინანსური ტვირთი, რასაც მათ „ოცნების“ ხელისუფლება, „ოცნების“ პროკურატურა დააკისრებს.

2. დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად ფულის შეგროვების კამპანია.
ანუ, როგორც ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის დროს აგროვებდა ხალხი ფულს, როდესაც ქართუ ბანკის ანგარიშების დაყადაღება ხდებოდა, ახლა მის გაშვებაში მივიღოთ მონაწილეობა.

ბოლოსდაბოლოს მოვუგროვოთ ის თანხა, რომელიც მისთვის საკმარისი იქნება, იქნებ დატოვოს ეს ქვეყანა და ქარვასლად აღარ აქციოს. რადგან, რასაც ბოლო წლებია ვუყურებთ, ღირსება მათთვის არაფერს წარმოადგენს, მხოლოდ ფინანსური ინტერესები.
ეს კი იმის დასტურია, რომ საკუთარ ხალხს ეს ადამიანი არ იცნობს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი შეხვდა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიამელია: ხელისუფლებამ აღიარა, რომ შეზღუდვები უკანონო იყო