“პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო მოძალადეები არ უნდა რჩებოდნენ ხოლმე დაუსჯელები”- ბოკერია ყიზილაჯლოს ინციდენტზე

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერიას ყიზილაჯლოში გუშინ მომხდარი ფაქტს ეხმაურება და შემაშფოთებელს უწოდებს. ბოკერია ამბობს, რომ სწრაფად უნდა მოხდეს გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. მიზივე თქმით, აღნიშნულ ინციდენთან დაკავშირებით მას არ აქვს ინფორმაცია, მომხდარი დაუკავშიროს პოლიტიკას, თუ – არა.

“პირველ რიგში, გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ დაზარალებულებს. იმედი მაქვს, რომ მათი ჯანმრთელობა სწრაფად გაუმჯობესდება. სამართალდამცველებს უნდა მოვთხოვოთ სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი დამატებითი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც საჯაროდაა ცნობილია მედიისა და საზოგადოებისთვის. თუმცა ზოგადად, ეს ტენდენცია ბოლო წლებია მიდის, როდესაც ქვეყანაში მატულობს კრიმინალი და ძალადობა და ეს არის სერიოზული პრობლემა.

ვწუხვარ, რომ როგორც გავიგე, მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელმა უკვე რაღაც პოლიტიკური განცხადება გააკეთა. ამ შემთხვევაში სწრაფად მოხდეს დაკავება, ვინც ეჭვმიტანილია ამ ძალიან მძიმე დანაშაულში. ზოგადად, თავი რომ დავანებოთ ღრმა დისკუსიას, როგორი უნდა იყოს კრიმინალის წინააღმდეგ პოლიტიკა, აქ არსებობს მარტივი რამ – ძალადობრივ ფაქტებზე უნდა ხდებოდეს რეაგირება და პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო მოძალადეები არ უნდა რჩებოდნენ ხოლმე დაუსჯელები. ეს არის ფუნდამენტი პრობლემის და ორგანიზებული დანაშაულის სამყარო და კრიმინალები არ შეიძლება იყვნენ საზოგადოებრივი მოკავშირეები ხელისუფლების. ამას ზოგადად ვამბობ. ეს არის პრობლემა ბოლო წლებია. ამას არ ვამბობ მარნეულის შემთხვევაზე, ამას მინდა ხაზი გავუსვა. აქ არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე. ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია და უბრალოდ სწრაფად უნდა იყვნენ დასჯილები, ვინც ეს ჩაიდინა”, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიგამორიცხულია შიდაპარტიული დაპირისპირება – ამირან გიორგაძე მარნეულში მომხდარზე
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის დროულად გამოძიებას ითხოვენ