პოლიტიკური კრიზისი სომხეთში: პაშინიანი დეპუტატების წინააღმდეგ

სომხეთის პრემიერ-მინსიტრი ნიკოლ პაშინიანი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აპირებს. პარლამენტი, რომელშიც მანდატების უმეტესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს, მას წინააღმდეგობას უწევს, რამაც მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.
გუშინ ნიკოლ პაშინიანმა მინისტრები და გუბერნატორები პარტიებიდან “გაბრწყინებული სომხეთი” და “დაშნაკცუტიუნი” თანამდებობიდან გაანთავისუფლა – 2 ოქტომბერს ერევნის ცენტრში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ბრძანებები წაიკითხა, ასევე, თქვა, რომ თვითონ გადადგება მაშინათვე, როგორც კი ბრძანება მინისტრებისა და გუბერნატორების გადაყენების შესახებ ძალაში შევა. ამავე დროს, პრემიერმა თანამდებობაზე დატოვა ვიცე-პრემიერი მგერ გრიგორიანი, რომელიც “გაბრწყინებული სომხეთიდან” არის – პრემიერის გადადგომის შემდეგ მან უნდა გადაიბაროს ხელისუფლება, კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე. პაშინიანის გადადგომის შემდეგ ეროვნულ საბჭოს 14 რთული დღე ექნება, რომ მისი შემცვლელი იპოვოს, თუკი ამის გაკეთება ვერ მოხერხდება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება – პრემიერ-მინისტრმა თქვა. “მაგრამ ჩვენ ხალხთან ერთად პარალმენტს ახალი პრემიერის არჩევის საშუალებას არ მივცემთ” – მიტინგზე განაცხადა პრემიერმა.
“რესპუბლიკური პარტიისა და მისი ძველი ნარჩენებისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მათ პარლამენტში გამაგრება ყველა შესაძლო ხერხით სურს, რადგანაც, მხოლოდ ასე შეუძლიათ ქვეყანაში სიტუაციის მართვა” – სომეხი პოლიტილოგი მიხეილ ზოლიანი ამბობს “დოიჩე ველესთან” საუბარში.

ერევანში პარლამენტის შენობის წინ ათობით ათასი პროტესტანტია შეკრებილი. საპროტესტო აქცია მიდის, ასევე, სომხეთში სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრში.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა სერგეი სკრიპალს გამყიდველი და ნაძირალა უწოდა
შემდეგი სტატიაჰააგის სასამართლომ ირანის მიმართ აშშ-ს სანქციების ნაწილი არასწორად ცნო