პოლიტიკური ჯგუფი „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფი „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები საქართველოში აკრედიტირებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„ჩვენ გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ევროპული საბჭო მიიღებს. კონკრეტულად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელში იქნება ჩვენი განაცხადის ბედი იმიტომ, რომ კომისიის დასკვნა, რომელიც ჩვენს განაცხადთან დაკავშირებით დაიწერება მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი იყო დიპლომატებთან კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია – მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას დღეს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის კუთხით ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება იქნება შესაძლებლობა ზეწოლა განვახორციელოთ „ქართულ ოცნებაზე“ და ბიძინა ივანიშვილზე, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად, ზეგავლენის ბერკეტს მოგვცემს“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო აგრძელებს დაჩქარებული წესით კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას – ჰარცელი
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: საჭიროა სერიოზული გარღვევა საქართველოში პარლამენტარიზმში