პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” და არასამთავრობო ორგანიზაცია ,, მოძრაობა მომავლისთვის” სოციალურ კამპანიაში ერთვებიან

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” და არასამთავრობო ორგანიზაცია ,, მოძრაობა მომავლისთვის” სოციალურ კამპანიაში ერთვებიან, რომლის ფარგლებშიც დღეს მათ სურსათ-სანოვაგე საქართველოს რამდენიმე რეგიონში დაარიგეს – ზუგდიდი, გორი, თელავი, ქუთაისი.

კოვიდ-19 ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციას „მოძრაობა მომავლისთვის“ თავისი მოკრძალებული წვილილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დახმარების საქმეში.
არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოყო გარკვეული თანხა, რომელიც მას მამუკა ხაზარაძის ოჯახმა გადაურიცხა სოციალური პროექტისთვის, რათა დაეხმარიოს ადამიანებს, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.
„მოძრაობა მომავლისთვის“ ცდილობს, მცირედით მაინც შეუმსუბუქოს დღევანდელი რეალობა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას დაზარალებულ ადამიანებს – მათ, ვინც დარჩა უსამსახუროდ, მათ, ვისაც შემოსავალი არ აქვს და მათ, ვისაც უბრალოდ სჭირდება დახმარება.
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ამ პროქტის ორგანიზატორი არ გახლავთ, თუმცა მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს ისე, როგორც შეგვიძლია.
“ლელოს” ამ პროექტში მხოლოდ დამხმარე როლი აქვს. “ლელოს” მოხალისეები და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა მომავლისთვის“ ერთად ჩაერთნენ ამ ღონისძიებაში. ,,ლელო” ეხმარება ამ ორგანიზაციას ადამიანური რესურსით, ჩვენი მოხალისეები არიგებენ იმ პროდუქტს, რომელიც არასამთავრობომ ,,მოძრაობა მომავლისთვის” შეიძინა.
კამპანიის ფარგლებში პროდუქცია ხვალ ბათუმსა და ოზურგეთში დარიგდება. ჯამში კი სულ 1600 ბენეფიციარს დაეხმარებიან.
აღნიშნული მცირედი საჩუქრით, იმედს ვიტოვებთ, რომ გვერდში დავუდგებით ჩვენს თანამოქალაქეებს ამ რთულ ვითარებაში.
გვინდა მოგიწოდოთ, დარჩეთ სახლში

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსის დამახასიათებელ სიმპტომებზე საუბრობს (სრული ჩანაწერი)
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო გამკაცრება შემდგომი ღონისძიებების, რა თქმა უნდა, მთავრობა ამ ღონისძიებებს გაამკაცრებს