თავდაცვის ყოფილი მინისტრის პირველი კომენტარი უვადოდ შეჩერებული წვრთნების შემდეგ – ჯუანშერ ბურჭულაძე წითელი ხაზების შესახებ ალაპარაკდა.
მთავრობის ყოფილი წევრი ამბობს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო ჯარისკაცები არ უნდა ისჯებოდნენ.
რა თქმა უნდა, დასანანია ეს ქმედება და მე მინდა ვთხოვო ყველას, ჩვენს პარტნიორებს, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე, რომ გასაგებია ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება. ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეული წლების განმავლობაში იცავდნენ არამხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატოს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას. ამიტომ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ არ დაისაჯონ პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები”, – ამბობს ბურჭულაძე.
აშშ-მა საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება “განუსაზღვრელი ვადით” გადადო