“პოლიტიკური დევნილის სტატუსი – ასეთი რამ ბატონ იგორ გიორგაძეს მინიჭებული არ აქვს“

იგორ გიორგაძის ადვოკატი უშიშროების ყოფილ მინისტრზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს.

გაგი მოსიაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული გიორგაძე ინტერპოლმა წითელი ცირკულარიდან დაცვის მხარის მიერ გადაგზავნილი მასალებით ჩატარებული გამოძიების საფუძველზე მოხსნა.

ადვოკატის მტკიცებით, ყოფილი მინისტრი დევნილის სტატუსით არ სარგებლობს.

„პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ციტირება, ვითომ ლტოლვილის სტატუსი გახდა ამის საფუძველი, ეს რეალობას არ შეესაბამება. პოლიტიკური დევნილის სტატუსი – ასეთი რამ ბატონ იგორ გიორგაძეს მინიჭებული არ აქვს“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათემურ ჯანაშია: საქართველოს უშიშროების მინისტრი უკანა კარიდან გაიქცა მოსკოვში