“პოლიტიკური დევნაა” – რომან გოცირიძე “თიბისი ბანკის” საქმეზე საუბრობს

“პირდაპირ ამ ადამიანების პოლიტიკური დევნაა,“- ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრიგააკეთა. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

ხელისუფლების ოპონენტები პროცესის უკან ბიძინა ივანიშვილს ხედავენ და აცხადებენ, რომ მისი მიზანი ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირდება.

“არის მოთხოვნა, რომ საქმის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი დაკმაყოფილდება მათი პრეტენზიები. პრეტენზიები დავინახეთ, რა არის. ეს არის ჩამოცილება „თიბისი ბანკიდან“, გაგდება ანაკლიის პროექტიდან და საერთოდ არც ერთმა ადამიანმა, რომელსაც რაიმე ავტორიტეტი აქვს ქვეყანაში, ან თუნდაც სიმდიდრე, არავითარი საზოგადოებრივი ან სხვა სახის აქტიურობა არ გაბედოს. ეს არის პირდაპირი შანტაჟი,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

“თიბისი ბანკის” საქმის პროკურორმა მედიას გუშინ საგანგებო ბრიფინგზე ისედაც ცნობილი ფაქტები თავიდან უამბო. საგამოძიებო უწყება დღეს ამტკიცებდა, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 17 მილიონი დოლარი მათთან დაახლოებული ბიზნესმენის დახმარებით გაათეთრეს. ბიზნესმენის გვარი პროკურორს არ უხსენებია, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს გულისხმობდა. წერეთელი ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

გუშინდელ ბრიფინგზე ინიციალებით მოიხსენიეს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ფულის გათეთრების სქემის მონაწილე პაატა ღაძაძეც იყო.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია : „თიბისი ბანკის“ საქმეს სამართლებრივი საფუძველი რომ ჰქონდეს, ასეთ კლოუნადას არ მოაწყობდნენ
შემდეგი სტატიასაგანგაშო არაფერი არ არის – ანრი ოხანაშვილი ეუთოს უმწვავეს დასკვნაზე