13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

“პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია” – უჩა ნანუაშვილი კობახიძის ერევანში ვიზიტზე

“სამწუხაროა, როდესაც ასეთი ორმაგი სტანდარტებია ქვეყანაში. სახელმწიფო, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ევროპულ ღირებულებებს ანადგურებს, დევნის ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, რომელთაც აქვთ განსხვავებული მოსაზრება მმართველი პარტიისგან, მას რა უნდა ჰქონდეს სათქმელი ევროკავშირთან? არაფერი. ეს არის ალბათ იმ პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება, სამწუხაროდ, იყენებს ისევ და ისევ შიდა პოლიტიკისთვის, თითქოს მას ვინმე ესაუბრება, თითქოს მას აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და მასთან ევროკავშირის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ შეიქმნას ეს იმიჯი და არა რაიმე კონკრეტული ცვლილებები, მე ამის იმედი არ მაქვს,”_  ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ირაკლი კობახიძის ერევანში ვიზიტზე.

ინფორმაციისთვის, ერევანი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის გახსნამდე ერთი დღე რჩება. სომხეთში 48 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურის ჩასვლაა დაგეგმილი.

სამიტზე განიხილება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები. ევროპელ ლიდერებთან ერთად გაიმართება ევროკავშირი–სომხეთის პირველი ორმხრივი სამიტიც, რომელსაც საქართველოს დელეგაციაც დაესწრება.

banner
წინა სტატიაში“მეუბნებიან, მანქანაში ჩაგიდებთ 20 გრამ წამალსო” – 37 წლის კაცი კრიმინალურ პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიატრამპი: ვაპირებთ მნიშვნელოვნად შევამციროთ გერმანიაში სამხედრო კონტიგენტი