„პოლიტიკური დასჯა სიმბოლური პროტესტისთვის“ –ასე ეხმაურება Amnesty International ელენე ხოშტარიას პატიმრობას.
„სიმბოლური პროტესტის აქტისთვის – ქუჩის პლაკატზე ძლივს შესამჩნევი გრაფიტის დაწერისთვის – ელენე ხოშტარია ციხეში წელიწადნახევარს გაატარებს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ გამოიყენება სისხლის სამართლის სისტემა განსხვავებული აზრის დასასჯელად” – ამის შესახებ დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, სასჯელის სიმკაცრე, როგორც ჩანს, დაკავშირებულია არა მატერიალურ ზიანთან, არამედ მის პოლიტიკურ შეხედულებებთან და მმართველი პარტიისთვის მიყენებულ სიმბოლურ ზიანთან. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს იგი, გადახედოს მის სასჯელს, კერძოდ, პატიმრობის ვადის გაუქმებით და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესი”, – ნათქვამია განცხადებაში.















