პოლიტიკური ცირკი, რომელიც ივანიშვილმა იმპიჩმენტის სახით მოაწყო, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს – ბოკუჩავა

პოლიტიკური ცირკი, რომელიც ივანიშვილმა მოაწყო იმპიჩმენტის სახით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ევროინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, მათი ფრაქცია იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და დარბაზში არ იქნება.

„ცინიკური განცხადებები, ალბათ, სხვებისთვისაც ღიმილისმომგვრელი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ რეალურად ეს პოლიტიკური ცირკი, რომელიც ივანიშვილმა მოაწყო იმპიჩმენტის სახით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ევროინტეგრაციის პროცესს, როცა ძალიან ცოტა დრო რჩება ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე კანდიდატის სტატუსის შესახებ. ჟოზეფ ბორელმა ჩვენთან შეხვედრისას, ისევე როგორც საჯაროდ განაცხადა ძალიან კონკრეტულად, რომ იმპიჩმენტის პროცესი ნეგატიურად აღიქმებოდა ბრიუსელში. ეს პოლიტიკური ცირკი, რომელზეც ასე ხალისობს უმრავლესობის სხვადასხვა წევრი, ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც ცხადყოფს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად აკეთებს ყველაფერს ევროინტეგრაციის საბოტაჟისთვის.

ჩვენი პოზიცია ცნობილი იყო საზოგადოებისთვის ამ პოლიტიკური ცირკის გამოცხადების პირველივე დღიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ემსახურება, მონაწილეობას არ მიიღებდა, ამიტომ ჩვენი ფრაქცია არ იქნება იმპიჩმენტის პროცესის მიმდინარეობისას პლენარულ სხდომათა დარბაზში და სხვა ოპოზიციონერებსაც მოვუწოდებთ იგივე გააკეთონ, რომ „ოცნებას“ მანიპულაციის სივრცე შეეზღუდოს,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე თუ ავითარებს აზრს, რომ ზურაბიშვილს არ დაურღვევია კონსტიტუცია, გამოდის, ისინიც უპირისპირდებიან პროფესიულ ღირსებას – კობახიძე
შემდეგი სტატიაკიდევ ერთხელ დაამტკიცა „ქართულმა ოცნებამ”, რომ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული პარტიაა – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციური ორგანოები, არამედ ერთი ადამიანი – გოცირიძე