პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წევრები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 4, 2018 09:40

პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წევრები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წევრები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ისინი თანაგუნდელების, ვახტანგ მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებსაც სასამართლომ 10 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, რომელსაც 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, მან პროტესტის ნიშნად, შესაძლოა, თანხა საერთოდ არ გადაიხადოს.
„ეს არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ მე საჯაროდ მაქვს გაცხადებული, რომ ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჩვენ ვართ ახლა საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის რეჟიმში და ამ დროს დააპატიმრეს ორი ლიდერი პარტიის,“-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პოლიციამ პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წევრები წვრილმანი ხულიგნობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ხელის შეშლის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 4, 2018 09:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,029
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics