პოლიტიკური ცენტრი ,,გირჩის” კანონპროექტი ,,სითი პარკთან” დაკავშირებით, იურიდიულმა კომიტეტმა არ მიიღო

პოლიტიკური ცენტრი ,,გირჩის” კანონპროექტი ,,სითი პარკთან” დაკავშირებით, იურიდიულმა კომიტეტმა არ მიიღო. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგზე ისაუბრეს. წერილობით დოკუმენტში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო წინადადება არ არის მიზანშეწონილი. პარტიაში კი ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ.

“ქალბატონი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მიზანშეუწონელია ახლა “სითი პარკის” შეზღუდვა. მე ასევე შევახსენებდი ქალბატონ ეკას წინასაარჩევნო დაპირებას 2011-12 წლებში, როდესაც თვითონ ეკა ბესელია და მისი პარტია “ქართული ოცნება” პირდებოდა საქართველოს მოსახლეობას “სითი პარკის” ალაგმვას, მაშინ თუ იყო მიზანშეწონილი ეს ყველაფერი, დღეს რატო არ არის?, რა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში და ხომ არ აქვს ფარულ გარიგებას ადგილი“ – განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშისვანეთში მოთოვა
შემდეგი სტატიასაკანონმდებლო ორგანოში კვორუმის პრობლემის გადასაჭრელად შედეგი შესაძლოა, ფინანსური სანქციების ამოქმედებამ მოიტანოს