პოლიტიკური ანალიზი არ არის მეუფე იაკობის ძლიერი მხარე, დაკავდეს იმ საქმით, რომელიც მას ეხერხება – თარხნიშვილი

ოპოზიციის ნებაა, უნდა შევლენ პარლამენტში და უნდა – არა. მაგრამ ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში იმდენი ძალა აღარ აქვთ, უბრალოდ ხალხი ვერ გამოჰყავთ. წარმოიდგინეთ, ეკლესიას რომ დასჭირდეს და დაუძახოს, ასე ცოტა ხალხი გამოვა? იმას გვაფიქრებინებენ, რომ ჩავერიოთ. ასე თუ გაგრძელდა, მაგასაც ვიფიქრებთ – მეუფე იაკობის ამ განცხადებას, ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი პასუხობს.
თარხნიშვილის თქმით, საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა ეკლესია პოლიტიკურ საქმეებში, მით უკეთესი იქნება ეკლესიისთვისაც და მთლიანად ქვეყნისთვის.
თარხნიშვილმა მეუფე იაკობს ურჩია, დაკავდეს იმ საქმით, რაც მისი ძლიერი მხარეა და არა პოლიტიკური ანალიზით.
„პასუხი არის მარტივი, საქართველო არის სეკულარული ქვეყანა და რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა ეკლესია პოლიტიკურ და სახელმწიფო საქმეებში, მით უკეთესი იქნება როგორც ეკლესიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.
რაც შეეხება ბატონო იაკობის პოლიტიკურ ანალიზს, ნამდვილად არ არის ეს მისი ძლიერი მხარე და თუ დაკავდება იმ საქმიანობით, რომელიც მისი ძლიერი მხარეა, თუ ასეთი საერთოდ არსებობს, იქნება უკეთესი ეკლესიისთვისაც და მთლიანად საქართველოში მიმდინარე პროცესებისთვისაც,“ – განაცხადა თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – ადამიანი ოდითგანვე ებრძოდა სიცივეს და შიმშილს
შემდეგი სტატიასაპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი