პოლიტიკურად პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს არავის ის გარემოება, რომ მისი თანამშრომლები არღვევდნენ ადამიანის უფლებებს -ომბუდსმენი

ორი კვირის წინ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველა იმ მაღალჩინოსანმა, ვინც 20 ივნისის ღამეს აქციაზე იმყოფებოდა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა. ეს განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა. ომბუდსმენის აპარატმა უკვე დაიწყო 20 ივნისის ღამეს განვითრებული მოვლენების შესწავლა. ნინო ლომჯარიას თქმით, მთავარი თემაა ის, თუ როგორ განხორციელდა დარბევა და აქვს თუ არა ადგილი სისტემურ დანაშაულს.

„ჩვენ როდესაც ამ გამოძიებაში ჩავერთეთ, რა თქმა უნდა გვაინტერესებს არა მარტო ინდივიდუალური პოლიციელების თუ სპეცრაზმელის მხრიდან ჩადენილი გადაცდომები, არამედ გვაინტერესებს რამდენად არსებობს სისტემური პრობლემები იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იმართოს აქციები და როგორ უნდა მოხდეს აქციის დაშლა თუ წინააღმდეგობის გაწევა ძალადობრივი ჯგუფების მიმართ ისე, რომ არ მოხდეს პოლიციის მიმართ ძალის გადამეტება და სხეულის მძიმე დაზიანებები, ამიტომ ჩვენ დავინტერესდებით არამარტო ინდივიდუალური შემთხვევების გამოძიების მიმართულებით, არამედ ასევე რას გააკეთებს პროკურატურა იმისათვის, რომ გამოიკვეთოს ხომ არ იყო მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაცებული უკანონო ბრძანებები ან რატომ ვერ განხორციელდა სათანადო კონტროლი იმაზე როგორც იქცეოდნენ იქ ცალკეული პოლიცილები. ვინაიდან, რა თქმა უნდა მე მიმაჩნია, რომ არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს არავის ის გარემოება რომ მისი თანამშრომლები არღვევდნენ ადამიანის უფლებებს იმიტომ, რომ ყველა მითუმეტეს ისეთ სისტემაში როგორიც არის შსს, რა თქმა უნდა ყველას ჰყავს შესაბამისი ზედამხელდველი პირი და აქციის დაშლის დროსაც რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო შესაბამისი ზედამხედველობა იმაზე, რომ თუ კი გვქონდა რაღაცა გადაცდომებს ადგილი ეს დროულად აღკვეთილიყო და მისცემოდა შესაბამისი დავალებები სპეცრაზმს თუ როგორ უნდა დაეშალათ აქცია,“-განაცხად ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიგადადგეს შს მინისტრი, მის კისერზეა ახალგაზრდების სისხლი – რეგიონებში საყვირებით და მსვლელობით აქცია გაიმართა
შემდეგი სტატია,,ოპოზიციას სურვილი აქვს, გაათანაბროს სააკაშვილის პასუხისმგებლობა იმ ადამიანებთან, რომელთაც პასუხისმგებლობა არასოდეს აუღიათ”