პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩა გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ სექტემბრიდან მძლავრი მასობრივი პროტესტი უნდა დაიწყოს. მისი თქმით, ის არ არის მომხრე აქციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელებს მოუწოდებს, იდეებზე ილაპარაკონ.
„მე მესმის, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი ცდუნებაა, ვინ ჩაატარებს აქციას. ეს რატომღაც ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ იარაღად ითვლება. მე სინამდვილეში პოლიტიკურ სპექტრს მოვუწოდებდი იმისკენ, რომ სანამ აქციებზე ილაპარაკებენ, იქამდე იდეებზე ილაპარაკონ. არ ვარ მომხრე ამ გაუთავებელ აქციებზე საუბრის, მე ვარ მომხრე, რომ ჯერ იდეაზე ვისაუბროთ, იდეაზე ჩამოვყალიბდეთ და მერე აქციაზეც ვილაპარაკოთ და რაზედაც გინდათ, მაგრამ ჩვენ თვითონ გვესმოდეს, რა გვინდა და საითკენ მივდივართ“, – განაცხადა ხვიჩიამ.