“პოლიტიკურ პროცესებს ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ დაიცვან ელემენტარული რეგულაციები”

ვინც ნიღაბს არ იკეთებს, ის შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს და გავრცელდეს ,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის კლინიცისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, რითაც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში ვერ შეჩერდება, ამიტომ მოსახლეობამ საპროტესტო აქციებზე რეკომენდაციები უნდა დაიცვას.

“პოლიტიკურ პროცესებს ვერ შევაჩერებთ. კარგია, ქვეყანაში სიმშვიდე ყოფილიყო და არა აქციების საჭიროება, მაგრამ რადგან არის მოსახლეობის ნაწილის სოციალური დაკვეთა რომ აქციები უნდა ჩატარდეს, პოლიტიკურ პროცესებს ვერ შევუშლით ხელს, მაგრამ დაიცვან ელემენტარული რეგულაციები. ვინ დამარწმუნებს, რომ იგივე აქციაზე ყველამ რომ გაიკეთოს ნიღაბი, ამით შესუსტდება პროტესტის გამოხატვის ფორმა, ან ნაკლებად დამაჯერებელი იქნება ამომრჩევლისთვის, ან ნაკლებ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ნიღაბი არაფერს არ გააფუჭებს. ვინც ნიღაბს არ იკეთებს, მე ვიტყოდი რომ ის შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს და გავრცელდეს, ის უბრალოდ, არ დაფიქრებულა, რომ ხვალ შეიძლება თვითონ იყოს ამის მსხვერპლი”- განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ში ი საარჩევნო პროცესის კიდევ ერთი დამკვირვებლის გამოკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატიაბოკერია 19 უბნის გადათვლაზე: აზრს მოკლებულია ეს სისულელის ნიაღვარი მდინარაძისგან