პოლიტიკოსთა რეიტინგში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

IRI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ დადებითადაა განწყობილი.

შეკითხვას „რა მოსაზრება გაქვთ შემდეგ პოლიტიკოსებზე“ 67%-მა დადებითი პოზიცია გიორგი მარგველაშვილზე დააფიქსირა.

მეორე ადგილზე დავით სერგეენკოა, რომელზეც გამოკითხულთა 65%-ს დადებითი მოსაზრება აქვთ, მესამე ადგილზე გიორგი კვირიკაშვილი 55 %-ით გავიდა.

შემდეგია დავით ბაქრაძე (50%) მოდის, 48%-ით დავით უსუფაშვილი, 39%-ით შალვა ნათელაშვილი, 37%-ით კახა კალაძე, 35%-ით თეა წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა
შემდეგი სტატია“არ შეიძლება მოსამართლეს უწოდო მექრთამე…” – ლევან მურუსიძე