15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

„პოლიტიკო“ – ისლანდიის სანაპიროსთან ნატო-ს წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

„ნატო-ს ყოველწლიური სამხედრო წვრთნა „ჩრდილოეთის ვიკინგი“, რომელიც ათწლეულებია, მიმდინარეობს, 2026 წლის აგვისტოში პირველად ჩატარდა მასში შეერთებული შტატების გემებისა და თვითმფრინავების მონაწილეობის გარეშე. ინფორმაციას politico ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, წვრთნებში გერმანული სათვალთვალო თვითმფრინავები, კანადური სამხედრო გემები და ბელგიური გამანადგურებლები მონაწილეობდნენ.

„წვრთნების სარდლობა ფრანგ ოფიცერს გადაეცა. მოკავშირეებს სურდათ, როგორც ნატო-ს ქვეყნებისთვის, ისე რუსეთისთვის ეჩვენებინათ, რომ ევროპას შეუძლია კონტინენტის დაცვა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში მოქმედება ამერიკის ხელმძღვანელობის გარეშე”, – წერს „პოლიტიკო“.

სტატიის მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა კუნძულზე აქტივობების მხარდაჭერა სრულად არ შეწყვიტა და ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორები კეფლავიკის აეროპორტის სამხედრო მხარეს ახალ ობიექტებს აშენებენ. ამერიკულმა მხარემ მოკავშირეებს ასევე დახმარება გაუწია წვრთნების დაგეგმვაში.

გამოცემა ასევე წერს, რომ  ისლანდია მდებარეობს იმ მარშრუტის ცენტრში, რომელზეც რუსეთის საზღვაო ძალებს შეუძლიათ, თავიანთი ფარული ბირთვული წყალქვეშა ნავები განალაგონ კოლის ნახევარკუნძულზე არსებული ბაზებიდან ატლანტის ოკეანემდე.

banner
წინა სტატიაშიხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის 62 მილიონი ლარის ტენდერი გამოცხადდა
შემდეგი სტატიაირანის არმიის შტაბის უფროსი – აშშ-ს რომ შეეძლოს ირანში ისე იმოქმედოს, როგორც ვენესუელაში, აქამდე ამას რამდენიმე ათასჯერ გააკეთებდა