10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

პოლიტიკო: ევროკომისარ მარტა კოსს 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობაში კვლავ ადანაშაულებენ

გამოცემა “პოლიტიკოს” ინფორმაციით, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობაში კვლავ ადანაშაულებენ. 

„ევროპის სახალხო პარტიიდან“ სლოვენიელი ევროპარლამენტარის, რომანა ტომჩის განცხადებით, მან ევროკომისიას წერილი გაუგზავნა, სადაც აცხადებდა, რომ მარტა კოსის იუგოსლავიის სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები ჰქონდა და საკითხზე გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

ინფორმაციისთვის, მარტა კოსი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობაში 2024 წელსაც დაადანაშაულეს.

კოსმა 2024 წელს გამართულ მოსმენაზე აღნიშნული ბრალდებები უარყო და დეზინფორმაცია უწოდა.

როგორც რომანა ტომჩმა „პოლიტიკოს“ განუცხადა, მარტა კოსი გულწრფელი არ იყო, როდესაც აცხადებდა, რომ ის საიდუმლო სამსახურთან არ თანამშრომლობდა.

გამოცემის ცნობით, მარტა კოსმა საკითხზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ევროკომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მარტა კოსმა „კომისრად დანიშვნამდე ვრცელი, საფუძვლიანი შემოწმების პროცესი გაიარა“ და მისი დანიშვნა იმავე პროცესით მოხდა, როგორც ყველა 27 კომისრის.

banner
წინა სტატიაშიჰეგსეთი: მალე ირანის ყველა თავდაცვითი ობიექტი განადგურდება
შემდეგი სტატიატაბახმელაში მასწავლებლის ცხედარი იპოვეს