“პოლიტიკას დაანებონ თავი და ოჯახებს მიხედონ ჯობია მაგათთვის”- თოფაძე “რესპუბლიკელებზე”

„მრეწველთა პარტიის“ ლიდერი გოგი თოფაძე, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს ურჩევს პოლიტიკას თავი დაანებონ, დეპუტატის აზრით რესპუბლიკელების ხედვა საქართველოს მომავლისთვის სასარგებლო არაა.

„აგონიაში არიან, იციან რომ მათი კოსმოპოლიტური ხედვა არ წაადგება საქართველოს მომავალს. დაანებონ პოლიტიკას თავი მე ვურჩევ მაგათ. ან აირჩიონ პროქართული პოზიცია, როგორც გვაქვს ჩვენ და არა პრორუსული როგორც ეგენი გვაბრალებენ. პოლიტიკას დაანებონ თავი ოჯახებს მიხედონ ჯობია მაგათთვის“- განაცხადა გოგი თოფაძემ.

„რესპუბლიკელებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთობა მორიგჯერზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც თამაზ მეჭიაურის ანტინატოურ განცხადებაზე დუმილის გამო, „ქართული ოცნება“ „რესპუბლიკელმა“ მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკრიტიკა. საპასუხოდ ზაქარეიშვილმა კრიტიკა თავად პრემიერ მინისტრისგან დაიმსახურა.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას სავარაუდოდ დღეს გამოსცემს
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი: ხელისუფლება ცოცხალი ორგანიზმია და ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ცვლილება