პოლიტიკა ბურჯანაძე სააკაშვილზე: იქნება შიში იმ ადამიანებს შორის, ვისაც მისი დაბრუნება არ უნდათ

ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატურად წარდგენას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შიში გამოიწვიოს იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც სააკაშვილის დაბრუნება არ უნდათ.

“პარტიულად გასაგებია, რომ მათი მომხრეების მობილიზაცია მოხდება, მაგრამ ამავდროულად ძალიან სერიოზული იქნება შიში და უარყოფითი დამოკიდებულება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც კატეგორიულად არ უნდათ სააკაშვილის დაბრუნება”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

დღეს, 7 სექტემბერს, ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველია, ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი იქნება.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. თავად სააკაშვილი 21:00 საათზე ისაუბრებს, როგორ გეგმავს ქვეყანაში დაბრუნებას.

ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ საქართველოში ბრუნდება. პასუხად ქართული ოცნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ როგორც კი სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე – მობრძანდეს, ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას და საარჩევნო პროცესის ნორმალურ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს
შემდეგი სტატიასაჯარო სკოლებში 2023 წლამდე სამედიცინო პუნქტები უნდა განთავსდეს