26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

“პოლიტიკა არ არის – მე შენ მიყვარხარ”- ანა წითლიძე

„ძალიან გულუბრყვილოდ უყურებთ პროცესებს. პოლიტიკა არ არის – მე შენ მიყვარხარ, რომ მე ვიღაცა ჩერგო უნდა მიყვარდეს, ან მელია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც წითლიძე ამბობს, პოლიტიკა არის საერთო ინტერესები, რომლისთვისაც ყველამ თავისი ეგო უკან უნდა დასწიოს.

„პოლიტიკა არ არის, ვიღაცას ვიღაცა მოსწონს, ან ვიღაცას ვიღაც არ მოსწონს. არასდროს ყოფილა პოლიტიკა ასე და არ იქნება არასდროს. პოლიტიკა არის საერთო ინტერესები და საერთო ინტერესები რომ უნდა იყოს წინ და საერთო ინტერესებისთვის ყველამ თავისი ეგო უკან რომ უნდა დასწიოს, ამას ჰქვია თანამშრომლობა“, – აღნიშნა წითლიძემ.

banner
წინა სტატიაში“მჭიდრო კოორდინაცია გამოწვევების ფონზე” – რა საკითხები განიხილეს კობახიძემ და ICDO-ს გენერალურმა მდივანმა
შემდეგი სტატიამსოფლიო ბირჟაზე ოქრო გაძვირდა