16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

Politico: NATO რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებზე AI-ით აღჭურვილი დრონების ქსელს განათავსებს

Politco-ს ინფორმაციით, NATO ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფებს განათავსებს.

ალიანსი გეგმავს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ათასობით დრონისა და თანამგზავრისგან შემდგარი ქსელით, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით იქნება გაერთიანებული. მათივე ცნობით, ქსელი თვალყურს ადევნებს საფრთხეებს ნატოს, რუსეთსა და ბელარუსთან არსებული საზღვრების გასწვრივ – ჩრდილოეთ ფინეთიდან შავ ზღვამდე.

გამოცემა წერს, რომ სისტემამ ალიანსის წევრი ქვეყნების საზღვრების დარღვევა უნდა გამოავლინოს და თავდაცვის პირველი ეშელონი გახდეს. არსებული ინფორმაციით, მონაცემები სხვადასხვა წყაროდან გაერთიანდება. მაგალითად, დრონის მიერ მტრის დაფიქსირებისას, ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება ინფორმაციის შედარება თანამგზავრულ ფოტოებთან, სენსორებისა და რადარების მონაცემებთან და მისი ნატოს მოკავშირეებისთვის გადაცემა. მეთაურები შეძლებენ საპასუხო ძალების შერჩევას. ნატოში ამ კონცეფციას „განადგურების ქსელს“ უწოდებენ.

banner
წინა სტატიაში“რომელი ევროპული ფასეულობები? მე ვარ ევროპული ფასეულობა!” — ლალი მოროშკინა
შემდეგი სტატიაენგურის ხიდი 30 ბენზინმზიდმა გადაკვეთა — ნიკა გვარამია