14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

Politico: მობილიზაციის შიშის გამო, საქართველოში ლარსის გავლით რუსეთის 113 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, რუსეთის სამხრეთ საზღვარზე, საქართველოს მიმართულებით, რუსეთის მოქალაქეთა მასობრივი გადინება მეორდება.

სტატიის თანახმად, გასულ კვირას, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში რუსეთის 113 000-ზე მეტი მოქალაქე შევიდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაადგილების ეს მკვეთრი ზრდა უკავშირდება მზარდ შიშს კრემლის მიერ მობილიზაციის ახალი ტალღის შესაძლო გამოცხადების შესახებ.

Politico-ს ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო თვეებში გააძლიერა რეზერვისტების შესახებ მონაცემების შეგროვება, გაამკაცრა ზომები საკონტრაქტო სამხედროების გასაწვევად და გააფართოვა „როსგვარდიის“ უფლებამოსილებები მობილიზაციის შემთხვევისთვის.

გარდა ამისა, უფლებადამცველები აფიქსირებენ გაწვევის ასაკის მამაკაცებისგან — განსაკუთრებით კი თადარიგში მყოფთაგან — დახმარების თხოვნით მიმართვების მკვეთრ ზრდას.

ამავდროულად, კრემლი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს ახალი მობილიზაციის შესახებ და აცხადებს, რომ მასობრივი გაწვევა საჭირო არ არის და არც იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი: ყველა ჭკვიანად იყავით — არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ, ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი
შემდეგი სტატიაირანის საგარეო უწყება: ყველა ქვეყანა ვალდებულია თავი შეიკავოს თეირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების გატარებისგან