20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

POLITICO: იტალია და ბულგარეთი პატრიარქ კირილეს სანქცირებას ეწინააღმდეგებიან

იტალია ბულგარეთს შეუერთდა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილეს წინააღმდეგ სანქციების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ევროკავშირის სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც პატრიარქ კირილესთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ინიციატივას თავდაპირველად ბულგარეთი დაუპირისპირდა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია. ახლა კი პროცესში რომიც ჩაერთო — იტალიამ ე.წ. „დათქმა“ აამუშავა, რაც ოფიციალურ შეშფოთებას გულისხმობს და ვეტოს დადებამდე არსებული უთანხმოების გადაჭრას მოითხოვს.

დიპლომატების განმარტებით, რომის პოზიცია ვატიკანიდან მომდინარეობს. კათოლიკური ეკლესიის ცენტრისთვის დისკომფორტს იწვევს ქრისტიანული კონფესიის ლიდერის სანქცირების პრეცედენტი.

ევროკავშირში იტალიის მუდმივი წარმომადგენლობის პრესსპიკერმა აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშინოვოროსიისკში ბენზინი ამოიწურა
შემდეგი სტატიათეთრმა სახლმა პოლონეთში ამერიკული ჯარის მუდმივ განთავსებას მხარი დაუჭირა