25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

Politico – გერმანიის კანცლერი ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელ დრონზე პასუხისმგებლად რუსეთს გამოაცხადებს

Politico რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გერმანიის კანცლერი ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელ დრონზე პასუხისმგებლად რუსეთს გამოაცხადებს. 

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი რუსეთს გამოაცხადებს პასუხისმგებლად ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთებელი დრონის გამოჩენისთვის და ამას სანქციებით უპასუხებს, იმის პარალელურად, რომ ამავდროულად ევროკავშირის შემდეგი სასანქციო პაკეტი მზადდება.

არსებული ინფორმაციით, მერცის საჯარო განცხადება შემდეგი კვირის დასაწყისში იგეგმება. მაშინ, როდესაც ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგაერო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. თუმდა, ეს უფრო ადრეც შეიძლება მოხდეს, თუ მერცი გადაწყვეტს ასე.

გამოცემის ორმა წყაროს გერმანიის კაცლერის დაგეგმილი განცხადებები “Zeitwende 2.0”-ს შეადარეს და 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კანცლერ ოლაფ შოლცის გამოცადებული “გარდამტეხი მომენტი გაიხსენეს”. ერთი წყაროს თქმით, გერმანიის მთავრობაში თვლიან, რომ ასეთი სერიოზულ ინციდენტის შემდეგ, ცალკეული რუსი დიპლომატების გაძევება და ბერლინში “რუსული სახლის” დახურვა უკვე აღარ იქნება საკმარისი ზომა – პასუხი უნდა იყოს სანქციების რეალური გამკაცრება ან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ უფრო გაძლიერება.

banner
წინა სტატიაში“უნიჭო კაცის ნაბოდვარი”- ნატალია ქუთათელაძე ნანი ბრეგვაძის წინააღმდეგ მიმართულ ვიდეოს ეხმაურება
შემდეგი სტატიათბილისში “შაბათის მარში” მიმდინარეობს