17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

Politico: ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმება კვლავ ვერ შეძლო

Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა კვლავ ვერ შეძლეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმება.

„მუდმივ წარმომადგენლებს, რომლებიც ბრიუსელში შეიკრიბნენ, ორშაბათს [14 სექტემბერს] ერთსულოვნებისთვის უნდა მიეღწიათ, ვინაიდან, სააქციო რეჟიმის მოქმედების ვადა – რომელიც დაახლოებით 3 000 ფიზიკური პირისა და კომპანიის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს – სამშაბათს იწურება“, – წერს გამოცემა.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლები ორშაბათს, 14 სექტემბერს, მოგვიანებით, კვლავ შეიკრიბებიან შემდგომი განხილვებისთვის.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ ყველაფერი შედეგების მიხედვით ითვლება
შემდეგი სტატიაკახეთში 70 წლამდე ასაკის ქალი გაძარცვეს