19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

Politico: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს

Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს.

ევროკომისიის გეგმის პროექტის თანახმად, ერთიან ბაზარზე წვდომის მიღება პირობითი იქნება და უფლების ჩამორთმევა შესაძლებელი გახდება, თუ კანდიდატი ქვეყნები დემოკრატიულ უკუსვლას განიცდიან ან სენსიტიურ ტექნოლოგიებს არამეგობრულ მთავრობებს გაუზიარებენ.

როგორც Politico წერს, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე უპრეცედენტო „ეტაპობრივ ინტეგრაციას“ შესთავაზებს.

ასევე, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი და მონტენეგრო სამოქმედო გეგმებს მიიღებენ, რათა მომდევნო წლების განმავლობაში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში პროცესი გაჭიანურდა, რაც იმის შიშს აჩენს, რომ ისინი რუსეთს ან ჩინეთს დაუახლოვდებიან.

ევროკომისიის გეგმის მიხედვით, კანდიდატი ქვეყნებისთვის შეთავაზებული ეკონომიკური სარგებელი მათ მიერ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.

banner
წინა სტატიაშირა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი
შემდეგი სტატიაპუტინი: რუსეთი გაწვდილი ხელით მოწყალებას არ ითხოვს — ჩვენ ეს არ გვჭირდება