POLITICO: “აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლების მოლაპარაკებები პუტინთან შედეგის გარეშე დასრულდა”

რუსეთის დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ამერიკელი შუამავლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მიმართ შარმი და მუქარებიც გამოიყენა, რათა მკაფიოდ ეჩვენებინა მოსკოვის პოზიცია. შეხვედრა 3 საათით დააგვიანდა, განხილვა კი 5 საათს გაგრძელდა.

პუტინის თანაშემწე იურკი უშაკოვი ამტკიცებს, რომ მხარეები „მშვიდობას მოუახლოვდნენ“, თუმცა რეალური გარღვევა არ ყოფილა – კრემლი კვლავ აბრალებს პროცესის ჩაშლას ევროპას, რომელიც მოლაპარაკებებში არც მონაწილეობდა.

Politico წერს, რომ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ ითვალისწინებს უკრაინის უარს დონბასზე და ნატოზე, ხოლო უცნობია, რას ითხოვს ტრამპი რუსეთისგან. პუტინი არცერთ ეტაპზე არ აჩვენებს დათმობის სურვილს – არც სტამბოლში, არც ალასკაზე, არც წინა მოლაპარაკებებზე.

banner
წინა სტატიაშილავროვი: “რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობა არ არსებობს”
შემდეგი სტატია63 ხელოვნურად შექმნილი ავტოავარია სადაზღვეო კომპანიისთვის თანხის გამოძალვის მიზნით – პოლიციამ რუსთავში თაღლითური სქემის ორგანიზატორები დააკავა