“პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 5 პირია დაკავებული” – ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ ადგილი აქვს, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ასევე დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს.

პოლიციამ უკვე მოახდინა რამდენიმე ფაქტზე რეაგირება. ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 5 პირია დაკავებული, ასევე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 2 საქმეზე.

„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით საპოლიციო ძალები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადავანაწილეთ. ასევე არა ერთხელ მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის კოორდინატორებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, რომ დაეცვათ კანონი და საფრთხე არ შეექმნათ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის. მიუხედავად არა ერთი მოწოდებისა, სამწუხაროდ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილი აქვს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ისე დანაშაულის შემცველ ქმედებებს. რამდენიმე ფაქტზე პოლიციამ უკვე მოახდინა რეაგირება. ადმინისტრაციული წესით გახლავთ დაკავებული 5 პირი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის და წვრილმანი ხულიგნობისთვის, ხოლო გამოძიება დაწყებულია 2 სისხლის სამართლის საქმეზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს აღკვეთოს სამართალდარღვევები ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, გეგა შენგელია პირველივე ტურში გახდება ზუგდიდის მერი
შემდეგი სტატიაეს არის, რა თქმა უნდა, გახარიას გადაწყვეტილება – გაერთიანებული ოპოზიცია ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის დაკავებაზე საუბრობს