16.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ია პაიჭაძე: მოქალაქენო, თქვენ თავს ჰკითხეთ, შედის თუ არა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში ისტორიის გადაწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო?

საქართველოს მოქალაქენო!!! თქვენ თავს ჰკითხეთ, შედის თუ არა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში ისტორიის გადაწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო?- წერს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ია პაიჭაძე.

,,საერთაშორისო სამართლით და ეროვნული კონსტიტუციით სახელმწიფოს სრული უფლება და მოვალეობა აქვს, გამოიყენოს შეიარაღებული ძალები საკუთარ ტერიტორიაზე ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და მოქალაქეთა დასაცავად, საგარეო აგრესიის დროს. სახელმწიფო ფლობს ძალის ლეგიტიმური გამოყენების მონოპოლიას საკუთარ საზღვრებში. ომი რუსეთმა დაიწყო და ეს ასეა სამართლებრივადაც. თუ გჯერათ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაშ გმირობას ვიღას მიაწერთ და პატივს ვიღას მიაგებთ?! მაშინ გმირები კი არა სამხედრო დამნაშავენი გვყოლია. იფიქრე ქოცო! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს! გამოფხიზლება პროპაგანდის მსხვერპლებს!“- წერს ია პაიჭაძე.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველომ ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები აკეთებენ ყველაფერს, რომ ქართული სახელმწიფო დაადანაშაულონ ომის დანაშაულებში