„პოლიციის უფროსის ოთახიდან გამოსული ლუკა ტიროდა და დაიწყო აღიარება“ – გარდაცვლილი მოზარდის ძმა

region
ავტ.: region დეკემბერი 24, 2019 15:00

„პოლიციის უფროსის ოთახიდან გამოსული ლუკა ტიროდა და დაიწყო აღიარება“ – გარდაცვლილი მოზარდის ძმა

„პოლიციის უფროსის ოთახიდან გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, ლუკამ დაიწყო აღიარება. დედამ რომ ჰკითხა შიგნით რა მოხდაო, ლუკამ თქვა რომ ე.წ. კაპეზეთი ემუქრებოდნენ“ – ეს განცხადება 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ლუკას პოლიცია დანაშაულს ვერ უმტკიცებდა.

გარდაცვლილი მოზარდის ძმის ინფორმაციით, დაკითხვის პირველი დღის დასრულების შემდეგ ლუკა სახლში იმ იმედით გაუშვეს, რომ მეორე დღეს აღიარებას გააგრძელებდა.

„იმ დღეს, რატომღაც არ მოხდა დაკითხვის გაგრძელება და გადაიდო მეორე დღისთვის. მეორე დღეს დაბარებულები იყვნენ ზუსტად 11:00 საათზე. თუმცა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დედას ჰქონდა პრობლემა და ექიმთან უნდა წასულიყო. დედამ სთხოვა, რომ ცოტა გვიან მისულიყო პოლიციაში, რაზეც უარი უთხრეს და ამის გამო, დედამ ჩათვალა, რომ ადრე მისულიყო. ვერ ახერხებდა 11:00 საათზე მისვლას და ლუკა მიიყვანა 10:00 საათზე. თავიდან, მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ, როგორც ვიცი, ლუკა აპირებდა რომ ეთქვა, რომ ის იყო დამნაშავე, მაგრამ ეს ყველაფერი უარყო. ამის გამო კიდევ უფრო გაბრაზდნენ და გააგრძელეს ყვირილი, ჩხუბი და გამოუშვეს სახლში. ანუ რეალურად ვერ დაუმტკიცეს ის იყო თუ არა დამნაშავე“ – განაცხადა ბექა სირაძემ

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

წყარო:მედიაცენტრი მთავარი

region
ავტ.: region დეკემბერი 24, 2019 15:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,594
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics