პოლიციის უფროსი გაცილებით მაღალი ჯარიმების დაწერას ითხოვდა

პოლიციის უფროსი ჩვენგან გაცილებით მაღალი ჯარიმების დაწერას ითხოვდა,“ – ეს განცხადება ბათუმის საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, გია ხალვაშმა, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” საუბრისას გააკეთა. გია ხალვაშმა ბათუმში საპატრულო პოლიციის სამმართველოში არსებულ ვითარებასა და იმ წინაპირობაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ბათუმში მომხდარ დაპირისპირებას წინ უძღოდა. პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ კახა ბუხრაძემ პირველი დავალება, რაც თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გასცა, ჯარიმების გამკაცრებას უკავშირდებოდა. გია ხალვაში ყოფილ უფროსს ზეწოლაშიც ადანაშაულებს.

„არანაირი ტოლერანტობა, არანაირი პრევენცია. უნდა მომხდარიყო ანუ ელემენტარული თუ ითვალისწინებდა 50-ლარიან საჯარიმო ქვითარს, ის არ უნდა გაგვეთვალისწინებინა და უნდა გაგვეთვალისწინებინა 200-ლარიანი,“ – განაცხადა გია ხალვაშმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება იერუსალიმის პატრიარქის აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრას ეხმაურება
შემდეგი სტატიამ სუს-სა და კახა ბუხრაძეს შორის, დაპირისპირების შედეგი იყო ბათუმის მოვლენები