პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ კიევის რეგიონში დღემდე 1 346 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, 300-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება

კიევის რეგიონის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, ანდრეი ნებიტოვის განცხადებით, კიევის რეგიონში უკვე ნაპოვნია 1 346 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, რომლებიც რუსი სამხედროების მიერ არიან მოკლული. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი არ არის საბოლოო და მათი უმეტესობა ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

„დღემდე, 1346 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის საბოლოო მაჩვენებელი, რადგან ყოველდღიურად ვმუშაობთ და სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო მეტ დაკრძალულ ადამიანთა ცხედრებს ვპოულობთ, რომლებიც დროებით დაკრძალეს იმ პოზიციებზე, სადაც რუსეთის ფედერაციის არმია იყო განლაგებული”, – განაცხადა ნებიტოვმა.

კიევის პოლიციის უფროსმა დასძინა, რომ რეგიონში 300-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.

banner
წინა სტატიაშირუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისთვის მზად უნდა ვიყოთ – ბრიტანეთის საჰაერო ძალების მეთაური
შემდეგი სტატია„ყველაფერჩიკო“ კრიტიკოსებო, ხვიჩა კვარაცხელიას თავი დაანებეთ და საკუთარ თავებს მიხედეთ!