პოლიციამ „ოპოზიციურ ალიანსს“ სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციის რუსთაველის გამზირზე შეტანის უფლება არ მისცა.
სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც ტექნიკა გადაჰქონდა, უკან გააბრუნეს.
„პასუხი არ მიუღიათ და რატომ გადაწყვიტეს, რომ ვაძლევთ უფლებას, ვერ ვხვდები“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გოგა მემანიშვილმა.
მემანიშვილის მითითებით სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც რუსთაველზე ტექნიკა შეჰქონდა, უკან გააბრუნეს.
„წერილობითი პასუხი გაეცათ აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებით შეიტანეს განცხადება და მაგასთან დაკავშირებით არ ვარ საქმის კურსში, გავერკვევით და გეტყვით. რომელიმე აქციის მონაწილეს ან ორგანიზატორს გავესაუბრებით“, – განაცხადა გოგა მემანიშვილმა.















