პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე მესამედ მივიდა

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. მას ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ სამართალდამცველები უკვე მესამედ კითხავენ.

დედოფალი მეფეს თანაცხოვრების პერიოდში მასზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებს. სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში დაზიანებები, რომლებიც ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს მიღებული, 2014 წლით არის დათარიღებული.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა კი ქვეყანა დატოვა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ვერავინ ნახავს პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე მიმავალ მეფეს.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მეფემ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი – რუსეთის მხრიდან ყოველთვის ვიღებთ არაადეკვატურ განცხადებებს, ასეთია ოკუპანტის სახე
შემდეგი სტატიაივანიშვილმა მეუფე პეტრეს ნაციონალებთან სიტუაციის დალაგება სთხოვა?