გივი თარგამაძე: “პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად გოჩა კასრაძე დაინიშნა”

"გამოფხიზლდი ოეეე"–გივი თარგამაძესაპარლამენტო უმცირესობის და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ინფორმაციით, პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად კრიმინალური პოლიციის უფროსის პაპიაშვილის შუამდგომლობით გოჩა კასრაძე დაინიშნა.

,,ამ წუთას შევიტყე, რომ თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსად დაინიშნა გოჩა კასრაძე. საზოგადოებას შევახსენებ – ეს ის უღირსი ოფიცერია, რომლის, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსობისას ვაკის პოლიციაში უმოწყალოდ ცემეს ადვოკატი, ცემეს კუს ტბაზე დანაშაულის შემსწრე ახალგაზრდა გოგო, ბიო ჩაუდეს კალათბურთელ გიო ვაშაკიძეს.. კიდევ ბევრი რამ მოხდა მაშინ პოლიციისთვის სამარცხვინო. ყველას უთხრეს, რომ კასრაძე კადრების განკარგულებაში გადავიდოდა. ამის სანაცვლოდ ის მაშინვე გადაიყვანეს ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. დღეს კი, კრიმინალური პოლიციის უფროსის პაპიაშვილის შუამდგომლობით უფროსად დააწინაურეს.ჯერკიდევმინისტრს აღარც მივმართავ, აზრი არ აქვს. მაგრამ მივმართავ არასამთავრობოებს და განსაკუთრებით, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს ზაზა ხატიაშვილს – არ გაატაროთ ეს ამბავი, დაიცავით შეურაცხყოფილი ადვოკატის ღირსება, დაიცავით საზოგადოება ძალადობისგან!.“, წერს თარგამაძე.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე ფილმის “სიყვარული ვენახში” სასწრაფოდ აკრძალვას მოითხოვს
შემდეგი სტატია(video)კახი კალაძე: სოკართან ხელშეკრულების გაფორმება სამოქალაქო აქტივიზმის შედეგი არ იყო