პოლიციის მობილიზება უზენაეს სასამართლოსთან

უზენაეს სასამართლოსთან, სადაც დღეს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის საქმეზე უნდა იმსჯელოს, პარალელურად კი ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქცია უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შეკრება უკვე დაიწყო, თუმცა სხდომის დაწყების ზუსტი დრო უცნობია, ვინაიდან მოსამართლეთა პალატა საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. ამ დროისათვის სასამართლოში იმყოფებიან მოსამართლეები ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშიპარტია “თავისუფალი დემოკრატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება