გორში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილი კლინიკაში რჩება.
ოჯახის ცნობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა — ლოცულაშვილი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ. პარალელურად, ცნობილი გახდა დაზარალებულის ადვოკატის შეცვლის შესახებ; ამიერიდან მის ინტერესებს კერძო იურისტის ნაცვლად, „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი დაიცავს.















