პოლიციის მაღალჩინოსანს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, პოლიციის მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გრიგოლ ვატიტაძემ, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა, რომ მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ აფექტის მდგომარეობაში იყო და დანაშაული გაუცნობიერებლად ჩაიდინა.

“ვერ ვაცნობიერებდი, გაუცნობიერებლად ვმოქმედებდი, არ მგონია ვინმეს გაუჩნდეს კითხვის ნიშანი, რომ განზრახ მკვლელობა ჩავიდინე…

არ მინდა ვიყო უსამართლო ბრალდების მსხვერპლი, ჩემთვის ძალიან მომაკვდინებელია, ის ბრალდება რაც წაყნებული მაქვს, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემობაში მე განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში არ ჩამიდენია, მე რაც ჩავიდინე, პირველივე დღიდან, პირველივე წუთიდან მზად ვარ ვაგო პასუხი სრული სიმკაცრით”, – თქვა ვანო ზანდარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე “ოცნებაზე”- როგორ შეიძლება მონები იყვნენ ჩვენი ქვეყნის ლიდერები?!