“მძიმე რეალობა 👇👇
1. პოლიციის განყოფილებებში ხშირად სცემენ მოწმეებს და ძალით აწერინებენ ცრუ ჩვენებებს.
2. თუ მოწმე სასამართლოში იტყვის სიმართლეს და ამხელს მოძალადე პოლიციელებს, ამ მოწმეს აკავებენ.
3. ამ მოწმეს ბრალს უყენებენ და უფარდებენ წინასწარ პატიმრობას.
4. პატიმრობაში მყოფი პირი იძულებული ხდება, დათანხმდეს საპროცესოს იმ პირობით, რომ ხელახლა დაიკითხება და პოლიციელების მიერ შეთხზულ ცრუ ჩვენებას დაადასტურებს.
5. ამის შემხედვარე სხვა მოწმეები შიშით იძულებული ხდებიან, რომ ცრუ ჩვენებები დაადასტურონ სასამართლოში.
☑️ასე “უმტკიცებენ” დანაშაულს ადამიანებს ❗️
☑️ასე მუშაობს მართლმსაჯულება ❗️”-წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში და TV პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ პოლიციის განყოფილებებში პოლიციელები მოქალაქეებს სცემენ და სადისტურად ეპყრობიან
ცოტა ხნის წინ TV პირველმა კადრები გაასაჯაროვა და თქვა, რომ პოლიციელები ხალხის წამების კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. მათივე ცნობით, შსს-ს თანამშრომლები სასურველ ჩვენებებს სწორედ ამ მეთოდებით მოიპოვებენ. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, “ეს ხდება პოლიციაში და შეუძლებელია, სხვებს არ გაეგოთ და ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა”. როგორც TV პირველს დაკავებული პირის დედა ეუბნება, პოლიციელები მოქალაქეებს “სიგარეტებს აწვავენ, აქრობენ ტანზე და აშიშვლებენ”
ამ კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს















