პოლიციის დეპარტამენტში გიორგი ჭანტურიას მამის გამოკითხვა დაიწყო

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გიორგი ჭანტურიას მამის გამოკითხვა დაიწყო. საგამოძიებო სამსახურში ზურაბ ჭანტურია ადვოკატის გარეშე გამოცხადდა.

მისთვის უცნობია რა კითხვები აქვთ გამომძიებლებს. შპს “ერთობის” ყოფილი მეწილის ზურა ჭანტურიას გამოკითხვა სამართალდამცავებს 20 იანვარს სურდათ, თუმცა მაშინ ეს ვერ მოხერხდა.

რუსთავში ჭანტურიას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, ზურა ჭანტურია შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია 17 იანვარს დააკავეს, ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლას, შსს-ს რეფორმირებას ფასი არ ექნება
შემდეგი სტატიატერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ბერძენიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილს იცნობდა