” თაიმერის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს უფროსად პოლკოვნიკი დავით ოდიშარია დაინიშნა.
ის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს, შემდეგ კი მარტვილის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
წლების წინ, დავით ოდიშარია სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.


















