პოლიციის და გარემოვაჭრეების დაპირისპირება მერიასთან

თბილისის მერიასთან აქციის მონაწილეების მიერ გზის გადაკეტვის მცდელობას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვის 6 თვით გადადებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ ღამე ბაზრის ტერიტორიაზე გაათენეს, რადგან დახლები არ აეღოთ. გარემოვაჭრეები მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მერიიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. თბილისის მერიიდან აქციის მონაწილეებს განცხადებების დაწერა შესთავაზეს, რაზეც გარემოვაჭრეებმა უარი განაცხადეს. როგორც გარემოვაჭრეები აღნიშნავენ, მათ განცხადებას ყურადღებას არავინ მიაქცევს.

banner
წინა სტატიაში17 წლის გოგონა სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს – უჩა ნანუაშვილის განცხადება საუბრის დასასრული
შემდეგი სტატია„პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარტიები და ექსპერტები დესტრუქციულ გეგმაზე შეთანხმდნენ“ – ირაკლი კობახიძე