14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებული საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილება, პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულ  საბა ჯიქიასთვის 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში  როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ გაასაჩივრა.

ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, ხოლო 2025 წლის 10 ივლისს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩავიდა
შემდეგი სტატიაDRI: კრიტიკული მედიის ხმის ჩახშობას “ქართული ოცნება” ფინანსური სანქციებით ცდილობს