პოლიციელზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას, რომლის იდენტიფიცირება ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვერ მოხერხდა, ციხეში ყოფნა მაინც მოუწევს – მოსამართლემ მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
სახელისუფლო მედიამ გაავრცელა ნიუსი, რომლის თანახმადაც პირს, რომელმაც პოლიციელს “მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და მისი ცოცხლად დაწვა სცადა”, პატიმრობა შეუფარდეს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს: ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ვიდეოს მიხედვით, ვერ მოხერხდა იმ პირის ოდენტიფიცირება, რომელსაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი უჭირავს და პოლიციელის მიმართულებით ისვრის.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, ანრი კვარაცხელიას მხარდასაჭერად, აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
აქციის ორგანიზატორია საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“.
ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს თვალები აქვთ ახვეული და სხვადასხვა წარწერებით, მათ შორის: „მოგეკითხებათ“, „დაბრმავებული სამართალი“, „უდანაშაულოა“, „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“ მაისურები აცვიათ.
ისინი აპროტესტებენ არამხოლოდ ანზორ კვარაცხელიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, არამედ აქციის მონაწილეების მიმართ მიმდინარე სხვა სასამართლო პროცესებსაც.
როგორც ისინი აცხადებენ, ამ საქმეების გამო ყველა მონაწილე პირს „მოეკითხება“.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ ანზორ კვარაცხელიას და შეუძლოდ გახდა და მასთან სასამართლოს ექიმი გამოიძახეს.

















