იტალიაში 22 წლის ქართველი კაცი პოლიციელზე თავდასხმისთვის ელექტროშოკის გამოყენებით დააკავეს.
იტალიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალაქ უდინეში ერთ-ერთ ბარში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და შეუსაბამოდ იქცეოდა.
კარაბინერები მის დამშვიდებას ცდილობდნენ, თუმცა 22 წლის ქართველი მათ თავს დაესხა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა.

















