“პოლიციელზე ხელის აღმართვა დღემდე არავისთვის მიპატიებია და არც ამის შემდეგ ვაპირებ”

მარნეულში დაკავებული პირები არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელებზე, – ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან კავშირში მყოფი პირების დაკავებას.

“დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ამის შემდგომ არ ვაპირებ, ვინმეს ვაპატიო მსგავსი საქციელი”,-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მისივე თქმით, დაკებულებზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ქონია და ამასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

“ზეწოლას დაკავებულებზე ადგილი არ ჰქონია. ეს არის ყველაფერი სიცურე. ალბათ გაგიგიათ, – თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო”, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შესაძლოა, ახალი დეტალები გახდეს ცნობილი
შემდეგი სტატია“სვეტიცხოველი – ეს არის ჩვენი რწმენისა და სიყვარულის ნათელი სვეტი დროში”