პოლიციელს, რომელიც 16 წლის ბიჭის ცემისა და გაუპატიურების მცდელობის საქმეში ფიგურირებს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

პოლიციელს, რომელიც 16 წლის ბიჭის ცემისა და გაუპატიურების მცდელობის საქმეში ფიგურირებს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. ქალის თქმით, 20 წლის წინ ვანო ქევხიშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ზეწოლა და მუქარა კი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც დაფეხმძიმდა.

ქალი ამტკიცებს, რომ პოლიციელი მას აბორტის გაკეთებას აიძულებდა და იარაღითაც ემუქრებოდა. ამის მიუხედავად მან ბავშვი მაინც გააჩინა. მაშინ ეს პოლიციელი ვაკის განყოფილებაში მუშაობდა.

„დავფეხმძიმდი და მოითხოვდა ჩემგან აბორტის გაკეთებას. მითხრა, რომ ორი იარაღით დავდივარო და მაჩვენა ეს ორი იარაღი და გაგაქრობ თუ მაგას არ გააკეთებო. გაოგნებული დავრჩი ამ მოძალადე პოლიციელების შესახებ, სადაც მისმა გვარმაც გაიჟღერა. ვანო ქევხიშვილი, როგორც ბავშვმა და მისმა ადვოკატმა გააჟღერეს. ადებს ხელს მას და ამბობს, რომ მან მოიტანა ბოთლი და მემუქრებოდა გაუპატიურებით. ვითხოვ, რომ კანონის ფარგლებში დასაჯონ,“-აცხადებს ძალადობის მსხვერპლი ქალი.

16 წლის ბიჭის ადვოკატის თქმით, პოლიციელი, რომელსაც ეს ქალი ადანაშაულებს, ორჯერ იყო ამოცნობაზე დაბარებული, თუმცა არ მივიდა და დღემდე თანამდებობაზე რჩება.

„ეს ის ვანო ქევხიშვილია, რომელმაც ბოლნისის რაიონში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანზე იძალადა. ის კვლავ იკავებს თავის პოზიციას ბოლნისის პოლიციაში. ის დღემდე დადის დაუსჯელი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უსწრაფესად მოხდეს მისი დაკავება,“-აცხადებს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი.

წყარო: რუსთავი2

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
შემდეგი სტატიაშევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო, ესენია 1, 28 და 8 000